კარიმ ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი, ტიერი ანრი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის სეზონის მოთამაშედ ბენზემა დასახელდა - როგორია სეზონის ტოპ 11

უეფამ კარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ტრიუმფით დასრულდა, ბენზემამ 12 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. საპლეიოფო სტადიაზე „ბენზომ“ 3 გოლი პსჟ-ს გაუტანა, 4 „ჩელსის“ და 3 „მანჩესტერ სიტის“.

34 წლის თავდამსხმელი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა დაასახელა.

ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა, რომელმაც 13 შეხვედრაში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, მათ შორის ფინალში გამარჯვების მომტანი ბურთიც მის ანგარიშზეა.

უეფამ სეზონის ტოპ 11-ეულიც დაასახელა, რომელშიც „რეალის“ მხოლოდ 4 მოთამაშე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ დაცვის ხაზში არცერთი მადრიდელი არ იმყოფება.

ანრი და მესი ბენზემას ოქროს ბურთის შესახებ:

ტიერი ანრი: „France Football-ისთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს. დახურეთ ოქროს ბურთის ხმის მიცემის პროცესი ახლავე. ბენზემამ ის უკვე მოიგო. ნახვამდის".

ლეო მესი: „წელს ეჭვგარეშეა, რომ ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს. მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დააგვირგვინა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოუენი ფინალზე: თუ გუნდი მოიგებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესია
ოუენი ფინალზე: თუ გუნდი მოიგებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესია