კარლოს ალკარასი, როლან გაროსი
Aa
Aa

5-სეტიანი დრამა და "ქამბექი" - ალკარასი როლან გაროსის მესამე წრეშია

„როლან გაროსის“ მეორე წრეში დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს რამოს-ვინოლასი და ამომავალი ვარსკვლავი კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ. ბევრს ეგონა, რომ ალკარასი მარტივად გაიმარჯვებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

პირველი სეტი სწორედ ამ სცენარით წარიმართა და კარლოსმა 6:1 მოიგო. ამის შემდეგ რამოს-ვინოლასის ჯერი დადგა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო.

მეოთხე სეტი საკმაოდ დაძაბული იყო და ალკარასი წაგებასთანაც იყო ახლოს, მაგრამ ტაი-ბრეიკი იდეალურად ჩაატარა, 7:2 მოიგო და შეხვედრა „დისაიდერში“ გადაიყვანა.

გადამწყვეტ სეტში გულშემატკივრებმა საოცარი ბრძოლა იხილეს. ალბერტ რამოს-ვინოლასი ბრეიკიანი უპირატესობით 3:0-ს იგებდა და ალბათ უმეტესმა ქომაგმა ჩათვალა, რომ მოიგებდა, თუმცა ალკარასი დანებებას არ აპირებდა.

19 წლის ესპანელმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, თუმცა ვინოლასმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ მეთერთმეტე გეიმში კარლოსმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარისი „როლან გაროსის“ მესამე წრეში გავიდა, სადაც კორდას და რიშარ გასკეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პირველივე წრეში - დომინიკ ტიმი როლან გაროსს დაემშვიდობა
მარცხი პირველივე წრეში - დომინიკ ტიმი როლან გაროსს დაემშვიდობა