Aa
Aa

"რას ეტყოდით ჩალჰანოღლუს" - ზლატანმა გულშემატკივრებს მიმართა

იტალიის სერია ა 11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანმა“ მოიგო. „როსონერიმ“ უკანასკნელ ტურში „სასუოლოს“ 3:0 მოუგო და ნანატრ ტიტულს დაესაკუთრა.

მატჩიდან მეორე დღეს, სრულიად „მილანი“ ჩემპიონობას აღნიშნავდა. სტეფანო პიოლის შეგირდები თავიანთი ავტობუსით ქალაქში გადაადგილდებოდნენ რა დროსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გულშემატკივრებს მიმართა.

„რას ეტყოდით ჰაკან ჩალჰანოღლუს?“

ლეგენდარულ შვედის დასმულ კითხვას გულშემატკივრების ოვაციები, ყვირილი, სტვენა და თურქი ფეხბურთელის მიმართ სალანძღავი სიტყვები მოყვა.

შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ჩალჰანოღლუ „მილანის“ მოსისხლე მტერს „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე სეზონის განმავლობაში ყოფილ კლუბზე არაერთი უსიამოვნო კომენტარი გააკეთა.

„პრობლემა არავისთან მქონია, უბრალოდ ახალი გამოწვევები მსურდა. „ინტერში“ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით.“

- ეს სწორედ თურქი ნახევარმცველის სიტყვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ახალი გამოწვევები მსურდა" - ჩალჰანოღლუ მილანიდან წასვლის მიზეზებზე