ლივერპული, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგა, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

საოცარი ქამბექი, ატირებული გუარდიოლა და სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივარი - მან. სიტი ინგლისის ჩემპიონია

ინგლისის პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში მთავარი ინტრიგა იყო რომელი გუნდი გახდებოდა ჩემპიონი - მანჩესტერ სიტი, თუ ლივერპული. 38-ე ტურამდე, პეპ გუარდიოლას გუნდი „ლივერპულს“ 1 ქულით უსწრებდა და ჩემპიონობისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ნამდვილ ფეხბურთის გულშემატკივარს ესიამოვნებოდა. „სიტი“ საკუთარ მოედანზე მე-14 ადგილოსან „ასტონ ვილას“ ხვდებოდა, „ლივერპული“ კი მე-10 ადგილოსან „ვულვზს“ მასპინძლობა. ერთი შეხედვით, უმოტივაციოდ დარჩენილმა მეტოქეებმა როგორც პეპის, ისე კლოპის გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნეს.

„მანჩესტერ სიტიმ“ საჩემპიონო მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. 37-ე წუთზე სტივენ ჯერარდის გუნდი მატი ქეშმა დააწინაურა და სიტი მდევრის როლში მოგვევლინა. მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და ერთი შეხედვით, „სიტი“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგო.

თუმცა, პეპის გუნდმა შეუძლებელი შეძლო და საოცარი „ქამბექი“ შემოგვთავაზა, რაშიც მთავარი როლი შეცვლაზე შემოსულ ილქაი გიუნდოგანს მიუძღვის. 76-ე წუთზე გერმანელმა ფეხბურთელმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად ორ წუთში კი როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე გიუნდოგანმა „ასტონ ვილას“ კარში საჩემპიონო გოლი გაიტანა და „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის მე-6 ტიტული მოუპოვა.

რაც შეეხება „ლივერპულის“ თამაშს, „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, კლოპის გუნდიც თავდაპირველად მდევრის როლში მოგვევლინა, თუმცა შეხვედრა გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. მე-3 წუთზე ნეტუმ „ვულვერჰემპტონი“ დააწინაურა, 24-ე წუთზე კი სადიო მანემ ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე სალაჰმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე, რობერტსონმა დააფიქსირა - 3:1.

საბოლოოდ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტიმ“ 93 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრემიერ ლიგის ტიტული მეექვსედ მოიგო, „ლივერპული“ კი 92 ქულით გათამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მანჩესტერ სიტი 3:1 ასტონ ვილა

საგულისხმოა, რომ პეპის გუნდი ინგლისის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, მანამდე კი პრემიერ ლიგის გამარჯვებული 2011-12, 2013-14, 2017-18 და 2018-19 წლებში გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სიტიმ“ უფრო ადრე, კერძოდ 1936-37 და 1967-68 წლებშიც მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ოღონდ მაშინ ტურნირს ინგლისის საფეხბურთო ლიგა ერქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს ვიეირამ წიხლი ჩაარტყა
მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს ვიეირამ წიხლი ჩაარტყა