როლან გაროსი, დომინიკ ტიმი
Aa
Aa

მარცხი პირველივე წრეში - დომინიკ ტიმი როლან გაროსს დაემშვიდობა

საჩოგბურთო სამყაროში „როლან გაროსის“ დრო დადგა. დღეს, საფრანგეთის ღია პირველობა დაიწყო და ბევრი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ ფაქტი დაფიქსირდა.

ძალზედ გამოცდილი და თიხის საფარზე საკმაოდ კარგად მოთამაშე დომენიკ ტიმი პირველივე წრეში დამარცხდა. ავსტრიელი ჩოგბურთელი რეიტინგის 97-ე ნომერს ჰუგო დელინს დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6 2:6 4:6 წააგო.

პირველ სეტში დელინმა გადამწყვეტი უპირატესობა იმ დროს მოიპოვა, როდესაც ანგარიში მის სასარგებლოდ 2:1 იყო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. მეორე სეტმა ჰუგოს უპირატესობით ჩაიარა. ორი ბრეიკი შეასრულა და ყველაფერი ლოგიკურად დაასრულა.

მესამე სეტში სიტუაცია არ შეცვლილა. რეიტინგის 97-ე ნომერმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. აღნიშნული დაპირისპირება 2 საათი და 2 წუთი გაგრძელდა. ცნობისთვის, დომინიკ ტიმმა უკანასკნელად მატჩი 2021 წლის 12 მაისს რომის მასტერსზე მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როლან გაროსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
როლან გაროსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია