ლანჩხუთი, სამეგრელო
Aa
Aa

ფრე გურიაში - ლანჩხუთმა და სამეგრელომ ქულები გაიყვეს

საქართველოს ქალთა ლიგაში მთავარი დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ გვიმბალაურში მდებარე სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გათამაშების ლიდერს „სამეგრელოს“ უმასპინძლა.

მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა თანაბარი ბრძოლა იხილეს. 21-ე წუთზე „სამეგრელო“ სტანდარტული სიტუაციიდან ანა კირვალიძემ დააწინაურა. გიორგი ჩხაიძის შეგირდებს ნახევრად მომენტები ჰქონდათ და გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ნახევარში, მასპინძლებმა ზეწოლას გააძლიერეს. მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა და შეტევა უფრო აქტიური გახდა. 66-ე წუთზე „ლანჩხუთს“ მხსნელად კვლავ მარიამ კალანდაძე მოევლინა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის მოგებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ფრე 1:1.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მატჩის შემდეგ, გივი კვარაცხელიას გუნდს 10 ქულა დაუგროვდა და „სამეგრელო“ ერთპიროვნული ლიდერია. რაც შეეხება „ლანჩხუთს“, მოქმედი ჩემპიონი 8 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, მომავალ ტურში „ლანჩხუთი“ „ნორჩი დინამოს“ სტუმრად დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 29 მაისით თარიღდება და 16:30-დან დაიწყება. „სამეგრელო“ კი „კვარტალს“ 28 მაისს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები