კალათბურთი, ქართული კალათბურთი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე ამ ქვეყნების ყველა კლუბი FIBA-მ საერთაშორისო ტურნირებს მიმდინარე წლის მარტიდან ჩამოაშორა, მნიშვნელოვანი ის შეჯიბრია, სადაც რუსეთი ჩვენი პოტენციური მეტოქე იყო - ეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გახლავთ, რომელშიც საქართველოც და რუსეთიც მეორე ეტაპზე იყვნენ და თამაში ერთმანეთთან უწევდათ. რუსეთი ტურნირიდან მოიკვეთა და ოთხგუნდიანი H ჯგუფიდან დარჩენილი სამივე ნაკრები – იტალია, ისლანდია და ჰოლანდია შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

ჯგუფის ყველა წევრთან რუსეთის ჩატარებული თამაშების შედეგები ანულირდა და იტალიას, ჰოლანდიას და ისლანდიას მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამ სამეულს დაემატება G ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – ესპანეთი, საქართველო და უკრაინა და შეიქმნება საკვალიფიკაციო – 6-გუნდიანი, I ჯგუფი, სადაც პარიტეტის დაცულობის გამო FIBA-მ ოფიციალური წესებით გათვალისწინებული მეთოდი გამოიყენა და G ჯგუფიდან გასულ გუნდებს (ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია) გაუუქმა იმ გუნდთან მოპოვებული ქულები, რომელიც ამ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს (უკრაინა, ან ჩრდ. მაკედონია). შესაბამისად, მეორე, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა მონაწილეს ქულები ჩატარებული თანაბარი მატჩებიდან ექნებათ აღებული. 

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს, რომელსაც საქართველო 1 ივლისს, უკრაინასთან (ლატვიაში) და 4 ივლისს, ესპანეთთან (თბილისში) გამართავს. 

რაც შეეხება მომავალ ევროპის ჩემპიონატს, სადაც რუსეთი თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა მიიღებს.

მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"