სუმო, ტოჩინოშინი, ნაცუ ბაშო
Aa
Aa

არის დადებითი ბალანსი - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს მე-12 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა.

შედეგად, ქართველი რიკიშის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 8:4-ზე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი ბაშოს დასრულებამდე 3 დღით ადრე გაიფოემა.

ქართველი სუმოისტი მომდევნო ორთაბრძოლას ხვალ, მე-2 მაეგაშირა კირიბაიამასთან გამართავს, რომელსაც ბაშოზე ბალანსი 8:3-ზე აქვს და ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო