სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - მიქელთაძეს კარგი თამაში დაუფასდა
Aa
Aa

სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - მიქელთაძეს კარგი თამაში დაუფასდა

ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასრულდა და ახლა პლეი-ოფების ჯერია. რეგულარული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა ბექა მიქელთაძემ. ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა და საკმაოდ ბევრი აღიარება მოიპოვა.

ბექამ A ლიგის 24 მატჩში თავი 13-ჯერ გამოიჩინა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მიქელთაძემ რამდენიმე აღიარება მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლ ჯეტსის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბექა ასევე ოქროს ბუცისა და კრეიგ ჯონსტონის ჯილდოს მფლობელი გახდა.

საინტერესო ის ფაქტიც, რომ მიქელთაძის გოლი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და საუკეთესოებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები