თორნიკე შენგელია
Aa
Aa

მკურნალობა დაიწყო - შენგელია პარკეტს დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდება

იტალიურ პრესაში კალათბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო ამბავი გავრცელდა. „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი გუნდს მალე დაუბრუნდება.

იტალიელი ჟურნალისტის, დარიო რონცულის ცნობით, შენგელია პარკეტს დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მკურნალობა უკვე დაიწყო და სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება.

„სკარიოლოს გუნდი ამაზე კარგ სიახლეს ვერ შეიტყობდა და არ მოუწევს, პლეიოფის გადამწყვეტ ეტაპზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე იასპარეზოს. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პროცესმა კარგად ჩაიაროს, რათა შენგელია პარკეტს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდეს და არ იჩქაროს“, - წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა „პეზაროსთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. 30 წლის მძიმე ფორვარდმა კოჭი დაიზიანა და პარკეტის დატოვება მოუწია. გუშინ, დაიწერა, რომ შენგელია „პეზაროსთან“ სერიაში ვეღარ ითამაშებდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ვირტუს ბოლონიას“ სამწვრთნელო შტაბი რაიმე სახის რისკზე წავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი მაგია ხვიჩასგან
„მორიგი მაგია ხვიჩასგან" - ნეაპოლური პრესის გამოხმაურება