მადრიდის რეალი, გარეთ ბეილი
Aa
Aa

გადაწყვეტილია - ბეილი რეალს ივნისში დატოვებს

გარეთ ბეილს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. მისმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა დაადასტურა, რომ უელსელი ვარსკვლავი „სამეფო კლუბს“ აუცილებლად დატოვებს და მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ბარნეტი ასევე გარეთის მომავალსაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველაფერს უელსის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გადაწყვეტს.

ბარნეტი:

„ბეილი „რეალს“ ივნისში დატოვებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიცადოთ და გავიგოთ გავა თუ არა უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა გარეთმა კარიერა დაასრულოს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ეს სრული სიგიჟეა. ნოემბერში მუნდიალი არ უნდა ტარდებოდეს. ყველა ევროპული ჩემპიონატი გახურებულია და ამ დროს უნდა გაჩერდეს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო იმან ფეხბურთი არ იცის.“

ბეილი „რეალში“

უელსელი ვარსკვლავი „სამეფო კლუბს“ 2013 წლის ზაფხულში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. დღემდე გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 258-ჯერ მოირგო, 67 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები