ტოჩინოშინი, ნაცუ ბაშო
Aa
Aa

აბისეტაოში - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ''ნაცუ ბაშოს'' მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ აბისეტაოშის ილეთით დაამარცხა. ცხრა დღის შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი დადებითია: 5 გამარჯვება, 4 მარცხი.

დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს ორჯერ შეხვედრა, ერთხელ სძლია, ერთხელ დამარცხდა.

სუპერტურნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, მათი 9 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 5 მოიგო, ოთხ შეხვედრაში სადანოუმიმ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დააწინაურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინი კატასუკაშის ილეთით დამარცხდა
დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინი კატასუკაშის ილეთით დამარცხდა