რეალი
Aa
Aa

მწვრთნელის ასისტენტის როლი - ანჩელოტის და მილიტაოს ხუმრობა

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის „რეალმა“ „ლევანტე“ 6:0 დაამარცხა. კარლო ანჩელოტიმ როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის უმეტესი ფეხბურთელი დაასვენა. გამონაკლისი არც მილიტაო გახდა.

მატჩის მიმდინარეობისას, გულშემატკივრებმა საკმაოდ სახალისო სცენა იხილეს. იტალიელმა სპეციალისტმა, ბრაზილიელ მცველს თავისთან უხმო და მწვრთნელის ასისტენტის სკამზე დასვა.

მილიტაო შემოთავაზებას დათანხმდა. დავიდე ანჩელოტიმ მას საქაღალდე მიაწოდა, სადაც „ლევანტეს“ შესახებ ინფორმაცია იყო დაწერილი. ბრაზილიელმა ახალი როლი შესანიშნავად მოირგო და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს.

გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისო იყო და გაერთნენ. მოგვიანებით ჟურნალისტებმა მწვრთნელის და ფეხბურთელის საუბარი გაშიფრეს:

„მოდი აქ, მე გაგაცნობ ფეხბურთს და უამრავ რამეს გასწავლი“

- უთხრა ანჩელოტიმ მილიტაოს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები