რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
რუდიგერი:
Aa Aa
15 მაისი 2022  |  14:27

რუდიგერი: "ჩელსისთვის მე დიდებული ვიყავი"

FA Cup-ის ფინალში „ლივერპულმა“ ლონდონის „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ასევე, რამდენიმე თვის წინ, მერსისაიდელებმა „არისტოკრატები“ მსგავსი სცენარით ინგლისის ლიგის თასის ფინალშიც დაამარცხეს.

როგორც ცნობილია, ანტონიო რუდიგერი მომავალი სეზონიდან „რეალში“ ითამაშებს. გერმანელი უკანახაზელის თქმით, „ჩელსიდან“ აბარგება კლუბის წარუმატებლობას და დაკისრებულ სანქციებს არ უკავშირდება.

რუდიგერი:

„არ მინდა გარკვეულ საკითხებს სიღრმისეულად შევეხო. ხელშეკრულების გახანგრძლივების შანსი იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სანქციები ჩემს გადაწყვეტილებასთან არაფერ კავშირშია. აქ 5 წელია ვარ. მქონდა კარგი და ასევე ცუდი მომენტებიც. ეს ნორმალურია. იმედგაცრუებული ვარ, რადგან კლუბის დატოვება რაიმე ტიტულის მოგებით მსურდა.

„ჩელსი“ ჩემთვის დიდებული იყო და ასევე მეც დიდებული ვიყავი „ჩელსისთვის“. მე ჩემი ოჯახი ამ კლუბის ძალიან მადლიერები ვართ. ლონდონი და განსაკუთრებით „ჩელსი“ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.

„ლივერპულთან“ გამარჯვების შესანიშნავი შანსი გვქონდა, თუმცა იმ სცენარით დავმარცხდით, როგორიც ინგლისის თასის ფინალში მოხდა. პენალტები ლატარეაა და წავაგეთ.. ნებისმიერ შემთხვევაში, „ჩელსის“ ყველაზე დიდ წარმატებას ვუსურვებ.

რუდიგერი „ჩელსიში“

29 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, რუდიგერმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 201-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო