რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

"ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ" - ლევანდოვსკი ქომაგებს დაემშვიდობა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან მეორე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდის რიგებში პოლონელმა თავდამსხმელმა ბოლოჯერ გაისროლა.

არ წყდება საუბრები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. თავად ფეხბურთელმა, მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და ყველაფერი ნათელი მოფინა.

ლევანდოვსკი:

„ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ. ორივე მხარემ საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. კლუბს ვუთხარი, რომ თუ ჩემზე რაიმე სახის შემოთავაზება იქნება, უნდა დავფიქრდეთ. ძალიან შესაძლებელია, რომ „ბაიერნში“ ეს ჩემი უკანასკნელი თამაში იყო. 100%-ით ზუსტად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობა დიდია. ორივე მხარემ საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.“

ცნობისთვის, პოლონელი თავდამსხმელის მდგომარეობაზე, გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც ისაუბრა:

„„ლევანდოვსკის პირადად ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩვენს შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. რობერტი „ბაიერნს“ დატოვებს.“

ლევანდოვსკი „ბაიერნში“

ვეტერანი შემტევი გერმანულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 374-ჯერ მოირგო, 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები