თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ევროთასი
Aa
Aa

შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროთასის გამარჯვებულია

ევროთასის ფინალში ერთმანეთს „ვირტუს ბოლონია“ და „ბურსასპორი“ დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იხილეს. გამარჯვება იტალიელებს დარჩათ(80:67). თორნიკე შენგელიამ კი იტალიურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის, სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი და 58 დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 5 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შეიძლება ითქვას, რომ თორნიკეს ნაყოფიერი მატჩი არ ჰქონდა, მაგრამ გამარჯვებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა.

იტალიური კლუბის მხრიდან საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი იყო, რომელმაც 23 წუთში, 21 ქულას, 1 მოხსნას და 3 პასს მოუყარა თავი. ცნობისთვის, ამ გამარჯვებით, „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის საგზური გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა. TuttoSport-ის ინფორმაციით, „ბარსასა“ და შენგელიას შორის არსებულ შეთანხმებას გასააქტიურებლად ბოლო ვადა ჰქონდა და კატალონიელებმა გარიგების გაოფიციალურებაზე უარი განაცხადეს. „ბლაუგრანას“ დირექტორთა საბჭომ შენგელიას გაფორმებაზე უარი ფინანსური საკითხების გამო თქვა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თოკო „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები