განვითარების თასი - საქართველო მოლდოვასთან პენალტებში დამარცხდა
Aa
Aa

განვითარების თასი - საქართველო მოლდოვასთან პენალტებში დამარცხდა

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მოლდოვის ნაკრებთან 2:2 ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერია შეასრულეს, რომელიც მოლდოველთა გამარჯვებით - 7:6 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მოლდოველებმა გახსნეს. პირველი ტაიმის ბოლოს კი ანგარიში ლუკა წულაიამ გაათანაბრა, რომელმაც ტურნირზე მეორე გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის მე-60 წუთზე, საქართველოს 15-წლამდე ნაკრები გიგი გლუნჩაძემ დააწინაურა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

მოლდოველებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს მოახერხეს - 2:2. ტურნირის რეგულაციების მიხედვით, გუნდებმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს, სადაც 15-წლამდელები - 7:6 დამარცხდნენ.

შედეგად, ჩვენმა ასაკობრივმა, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის გამო სტანდარტულად 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მეტოქე გუნდმა პენალტების სერიაში გამარჯვებით დამატებითი 1 ქულა მიიღო და მოლდოველები 2 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები, 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველობის მოპოვებას, გიორგი ჩიტაურის გუნდი, 12 მაისს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?