ლევან გორგაძე
Aa
Aa

ნაცუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის პირველი მეტოქეები ცნობილია

8 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „ნაცუ ბაშო“ დაიწყება და ქართველი სეკიტორის, ლევან გორგაძის პირველი მეტოქის ვინაობაც გაირკვა. მაისის სუპერტურნირზე, ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოვა და „ნაცუ ბაშოს“ ოკინოუმის წინააღმდეგ გახსნის.

იაპონელი სუმოტორი მე-10 მაეგაშირა გახლავთ და ბოლო 3 სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა. „ტოჩი“ მას კარგად იცნობს და ოკინოუმის 19-ჯერ შეხვედრია. ქართველ რიკიშის იაპონელთან დადებითი ბალანსი აქვს და 11-ჯერ იმარჯვა, თანაც ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში საუკეთესო ლევანი იყო.

„ნაცუ ბაშოს“ მეორე დღეს, გორგაძე ნიშიკიგის დაუპირისპირდება. ოკინოუმის მსგავსად, ნიშიკიგიც მე-10 მაეგაშირა გახლავთ და მას ლევანთან 8 შეხვედრა აქვს გამართული. ქართველ სეკიტორს ნიშიკიგისთანაც დადებითი ბალანსი აქვს და 5-ჯერ იმარჯვა, თუმცა ბოლო დაპირისპირება იორიკირის ილეთით დათმო.

შეგახსენებთ, რომ გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანისთვის ეს ბაშოც წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს დააფიქსირებს.ნა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90-ის ნაცვლად 60 წუთი ? - UEFA და FIFA ცვლილებებზე მსჯელობენ
90-ის ნაცვლად 60 წუთი ? - UEFA და FIFA ცვლილებებზე მსჯელობენ