მაქს ჰოლოუეი, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის ტრილოგია ივლისში

ალექს ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. MmaJunkie-ისა და ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და მათი ბრძოლა ივლისში გაიმართება.

MmaJunkie-ის ცნობით, ვოლკანოვსკიმ და ჰოლოუეიმ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ. მათი ბრძოლა ლას ვეგასში, T-Mobile არენაზე გაიმართება და 2 ივლისს ჩანიშნული UFC 276-ის მთავარი მოვლენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკის ჰოლოუეისთან UFC 272-ზე უნდა ეჩხუბა, მაგრამ მაქსმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი ტრავმის გამო თქვა. მის ნაცვლად „ვოლკი“ „კორეელ ზომბის“ დაუპირისპირდა და მეტოქე მეოთხე რაუნდში მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ჰოლოუეი და ვოლკანოვსკი ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ავსტრალიელმა იმარჯვა, თუმცა ქომაგთა აზრით, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს და მაქსს მინიმუმ ერთი ჩხუბი მაინც უნდა მოეგო. გეტყვით იმასაც, რომ ვოლკანოვსკისთან წაგების შემდეგ, ჰოლოუეიმ ჯერ კელვინ კატარს, ხოლო შემდეგ იაირ როდრიგესს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აფხაზური კლუბი რუსეთის მე-3 დივიზიონში - მხარეები ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ
აფხაზური კლუბი რუსეთის მე-3 დივიზიონში - მხარეები ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ