Aa
Aa

"სევილია" ნავასისა და ნოლიტოს ტრანსფერზე მუშაობს

„სევილიას“ თავისი ყოფილი კაპიტნის, ხესუს ნავასის დაბრუნება სურს. გარდა ამისა, ანდალუსიელები „სიტისთან“ ნოლიტოს ტრანსფერზეც ლაპარაკობენ.

ნოლიტომ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ მას მანჩესტერის დატოვება სურს და საამისოდ არაერთი მიზეზი დაასახელა.

„ეტიჰედ სთედიუმიდან“ წასვლის წინააღმდეგი არც ნავასი უნდა იყოს, რომელსაც სულ უფრო ცოტა სათამაშო პრაქტიკა ეძლეოდა და მომავალ სეზონში ალბათ მთლიანად თადარიგში მოუწევს გადანაცვლება.

შეგახსენებთ, რომ "სევილიას" მთავარ მწვრთნელად "სელტას" ყოფილი თავკაცი ედუარდო ბერისო დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები