კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

ჩავის პრიორიტეტია - ბარსელონას კულიბალის გადაბირება სურს

AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ „ნაპოლის“ მცველის, კალიდუ კულიბალის გადაბირება სურს. ესპანური გამოცემის ცნობით, სენეგალელი ფეხბურთელი ჩავის პრიორიტეტი გახლავთ და „ბლაუგრანა“ მის აგენტს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა.

კატალონიელებმა ფალი რამადანის სთხოვეს, რომ მეტი მოთმინება გამოიჩინოს და „ნაპოლისთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ დათანხმდეს. კულიბალის „პარტენოპეისგან“ წინადადება მიღებული აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არჩევანი არ გაუკეთებია და მოვლენების განვითარებას ელოდება.

AS-ის მიხედვით, „ბარსელონა“ სენეგალელი ფეხბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და ჩავის აზრით, იგი მისი პროექტისთვის იდეალური კანდიდატია. ესპანელი სპეციალისტის პოზიციას კლუბის ხელმძღვანელებიც იზიარებენ და რამდენიმე მათგანი თვლის, რომ  კულიბალი პიკეს ღირსეული შემცვლელი იქნება, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ესპანური გამოცემის ცნობით, მთავარი პრობლემა კულიბალის სატრანსფერო ღირებულება გახლავთ. კლუბებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და „ნაპოლი“ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს. ამასთან, „პარტენოპეი“ ტრანსფერში „ბარსას“ რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაზე უარს აცხადებს. AS-ს თუ დავუჯერებთ, „კამპ ნოუზე“ გადასვლა კულიბალისაც სურს. მან „ბლაუგრანას“ თანხმობა უკვე შეუთვალა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და „ბარსა“ მას 2026 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს ჰპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველივე დღიდან შესანიშნავია“ - ნიუკასლ ჯეთსის თავკაცი მიქელთაძეს აქებს
„პირველივე დღიდან შესანიშნავია“ - ნიუკასლ ჯეთსის თავკაცი მიქელთაძეს აქებს