უნაი ემერი
Aa
Aa

''პირველი ტაიმი განსაკუთრებული იყო'' - ემერიმ ლივერპულთან მარცხზე ისაუბრა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საპასუხო მატჩში უნაი ემერის გაწვრთნილი ''ვილიარეალი'' შინ ''ლივერპულთან'' 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში ინგლისურმა გუნდმა 5:2 გაიმარჯვა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ''მერსისაიდელები'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდნენ.

რაც შეეხება ''ვილიარეალს'', ესპანურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგიდან ''იუვენტუსი'' და ''ბაიერნი'' გამოთიშა, თუმცა მესამე სენსაცია ვერ მოახდინა.

უნაი ემერი: ''პირველმა ტაიმმა იმედი ჩაგვისახა, პირველი ნახევარი განსაკუთრებული იყო, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. რაღაც უფრო მეტი იყო საჭირო. პირველი ტაიმი ისე დაიწყო და ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ყველაზე ოპტიმალურ სცენარში გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის სრულყოფილი თამაში გვჭირდებოდა, განსაკუთრებით დაცვაში.

შესვენების შემდეგ ბურთზე უფრო მეტად უნდა მოგვეპოვებინა კონტროლი, მაგრამ ასე არ მოხდა, ''ლივერპულის'' შეტევებთან გამკლავება გვიჭირდა.

მეტოქეს 4 ტაიმიდან მხოლოდ ერთში ვაჯობეთ, რაც საკმარისი არ იყო. ჩვენ უფრო მეტის მიღწევა გვსურდა, უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ''მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს ძალიან რთულია''
კლოპი: ''მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს ძალიან რთულია''