ანტონიო კონტე, პარი სენ-ჟერმენი, მაურისიო პოჩეტინო, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

პსჟ პოჩეტინოს გაშვების პროცესს ასრულებს - ვინ შეცვლის არგენტინელს?

ლიგა 1-ის გასულ ტურში, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონობა გაინაღდა, წარმატებული საღამოდან რამდენიმე საათის შემდეგ კი, კლუბი სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, პსჟ მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას გეგმავს და გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადება შორს არ უნდა იყოს.

Times-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები დასკვნით დეტალებზე მუშაობენ და არგენტინელი სპეციალისტის გაშვება გადაწყვეტილი ამბავია, მიზეზად კი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობა სახელდება. პოჩეტინო და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები კომპენსაციის სახით, 12.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

ფრანგულ პრესაში არგენტინელის სავარაუდო შემცვლელებზე წერენ და ერთ-ერთ მათგანად ანტონიო კონტეს ასახელებენ. ეს უკანასკნელი კლუბის მესვეურებს თავად დაუკავშირდა და განუცხადა, რომ გუნდის ჩაბარება სურს. Le Parisien-ის ცნობით, კონტე „პარი სენ-ჟერმენის“ ნომერ პირველი კანდიდატურა არაა, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხი ნამდვილად განიხილება.

Times-ს თუ დავუჯერებთ, „პარკ დე პრენსის“ ბინადრების მთავარი სამიზნე ზინედინ ზიდანი გახლავთ. პარიზში თვლიან, რომ ზიდანი ის სპეციალისტია, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება. პრობლემა ისაა, რომ ფრანგ სპეციალისტს საკლუბო დონეზე დაბრუნება არ სურს და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე