რთული მატჩი - საქართველო მასპინძელ ისლანდიასთან დამარცხდა
Aa
Aa

რთული მატჩი - საქართველო მასპინძელ ისლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში მეორე მატჩი გამართა. „ჩვენებურები“ მასპინძელ ისლანდიას დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ 2:5 დამარცხდნენ.

პირველი პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანეს. მეორე მეოთხედი უფრო დაძაბული გამოდგა. ისლანდიელები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველომ ერთი შაიბის გატანა მაინც მოახერხა.

ამის შემდეგ ისლანდია კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. სიგურდსონმა და მიქაელსონმა თავი გამოიჩინეს და 4:1 დააფიქსირეს. ბოლო მეოთხედში კარელინმა 1 შაიბა გაქვითა, მაგრამ სიგურდსონმა დუბლი შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ბელგიას 4:3 მოუგო. მომდევნო მატჩს კი 22 აპრილს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები