ლივერპულის გულშემატკივრები რონალდუს ვაჟის ხსოვნას პატივს მიაგებენ
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის გადადებული მატჩში, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ თამაშის მიმდინარეობისას „ენფილდზე“ შეკრებილი გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუს გარდაცვლილ ახალშობილ ვაჟს პატივს მიაგებენ. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „ლივერპულის“ ფან-კლუბმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მატჩის მე-7 წუთზე მათ მიერ ორგანიზებულ აპლოდისმენტებს შეუერთდნენ.
თავად რონალრუ დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფეხბურთელმა გუშინ საკუთარ სოციალური ქსელის გვერდებზე განაცხადა, რომ ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი ვაჟი გარდაიცვალა. რაც შეეხება გოგონას მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.