მოგება საყვარელ ადმიანთან ერთად აღნიშნა - ტრაპის სიყვარულის ისტორია
Aa
Aa

მოგება საყვარელ ადმიანთან ერთად აღნიშნა - ტრაპის სიყვარულის ისტორია

კევინ ტრაპს „ბარსელონას“ დამარცხებაში მთავარი როლი არ შეუსრულებელია. გერმანელმა მეკარემ მხოლოდ ორი ბურთი მოიგერია და ასევ ორი გოლი გაუშვა, თუმცა მისი ბრალი არცერთი არ იყო. ამ ფაქტს მისი სიხარული არ შეუცვლია.

მას კარგად ახსოვს 2017 წლის მატჩი „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის. „ბლაუგრანამ“ ფრანგულ გრანდს 6:1 აჯობა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. რა თქმა უნდა, ეს სიმწარე კევინს კარგად ახსოვს და მისი სიხარული ევროპის ლიგის მატჩში გამარჯვების შემდეგ ლოგიკურია.

„დიახ, მე სიტყვები არ მაქვს. ამას არავინ ელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ბურთი გამუდმებით „ბარსელონას“ ექნებოდა და მათი შეტევების მოგერიება მოგვიწევდა. ასე არ მოხდა. ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა ვიცოდით, რომ ისინი შეგვიტევდნენ და სწორედ ამის გამო გვინდოდა მესამე გოლის გატანა.“

- განაცხადა გახარებულმა ტრაპმა

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, გერმანელმა კარის დარაჯმა „ბარსელონა“ გააფრთხილა. კევინის თქმით, „აინტრახტი“ ადვილი დასამარცხებელი არ არის და ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. საბოლოოდ მისი ეს სიტყვები ახდა და ევროპის ლიგის ნახევარფინალში ბარსას ნაცვლად „აინრახტი“ გავიდა.

თამაშის დამთავრებისთანავე ტრაპმა არა მხოლოდ მხიარული კომენტარი გააკეთა, არამედ საყვარელ მეუღლეს იზაბელ გულარსაც მიმართა, რომელიც Victoria Secret-ის ყოფილი მოდელია.

იზაბელის კარიერა საინტერესოა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოდელი სრულიად შემთხვევით გახდა. ცნობილმა სტილისტმა იზაბელი შენიშნა და კასტინგზე მიიყვანა. Victoria Secret-ში ის ძალიან მოეწონათ და ამის შემდეგ ის განსაკუთრებული მოდელი გახდა. მოდის მოყვარულებს ხშირად უნახავთ იზაბელი სხვადასხვა ავტორიტეტული ჟურნალების გარეკანზე და ა.შ.

ტრაპი და იზაბელი ერთმანეთს 2018 წელს პარიზში გამართულ მოდის შოუზე შეხვდნენ. გერმანელ ფეხბურთელს ის იმ წამსვე შეუყვარდა და სულ მალე ურთიერთობაც დაიწყო. წყვილი დანიშნულია, თუმცა ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ. როგორც ჩანს, იზაბელი ფეხბურთის მოყვარულია და ტრაპის ყველა მატჩს ესწრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები