შენგელიას 12 ქულა - ვირტუს ბოლონიამ მარტივად გაიმარჯვა
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ვირტუს ბოლონიამ მარტივად გაიმარჯვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „პესაროს“ ესტუმრა და ძალიან მარტივად 96:77 დაამარცხა. გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე და მესამე მეოთხედი, სადაც სტუმრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12 ქულას, 2 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შენგელიამ 7-დან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიდან ერთი 3-ქულიანი. 19 წუთის განმავლობაში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო. სტუმართა მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ნიკო მანიონი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 46 ქულა დაუგროვდა, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ „ოლიმპია მილანოს“ 4 ქულით უსწრებს. მომავალ ტურში, თორნიკე შენგელიას გუნდი ტორტონას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები