ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
შავი ლომი - სუპერ თასის ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე
Aa Aa
16 აპრილი 2022  |  23:36

შავი ლომი - სუპერ თასის ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე

რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ‘შავმა ლომმა’ „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. ფინალში გასასვლელად ჩვენი გუნდი ხვალ, 17 აპრილს 18 საათზე, „ავჭალაზე“ ესპანურ ‘იბერიანსს’ ეთამაშება, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა.

კაპიტნის ვარჯიში 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მაისაშვილი:

„სამხრეთ აფრიკიდან გუნდი კარგად მომზადებული დაბრუნდა. მას ნაკრების ის მოთამაშეები დაემატა, რომლებსაც დასვენების საშუალება მივეცით და ნახევარფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით. ვფიქრობ, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან ‘შავი ლომი’ ერთიანი ორგანიზმია და შემადგენლობაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ვნახეთ მეტოქის თამაშები, გავაანალიზეთ და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინოთ, თამაში ვმართოთ და გავიმარჯვოთ“.

შარიქაძე:

„მეტოქეს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ და გვსურს დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ‘შავი ლომი’ იქნება თუ ნაკრები, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩვენთვის ყოველთვის სიამოვნება და დამატებითი მოტივაციაა. დიდი ხანია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სავსე სტადიონზე არ გვითამაშია და მთელი გულით მაქვს იმედი, ტრიბუნები ბოლომდე გაივსება, მით უმეტეს, რომ რეგულაციები სრულად მოიხსნა. ყველას მოვუწოდებ მოვიდეს და ჩვენის მხრივ, მათ საინტერესო და სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. ‘იბერიანსის’ თამაშის სტილი ესპანეთის ნაკრებისას გავს, თუმცა განსხვავებულია შემსრულებელთა ხარისხი. ყოველ შემთხვევაში ასე იყო იმ მატჩებში, რომლის ნახვის საშუალებაც გვქონდა“.

შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

წყარო - rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო