ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
Aa
Aa

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ჯაბა ქადამაძე გარდაიცვალა. სამუშაოების დროს სამშენებლო ამწეს კალათა მოწყდა, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ ხიხანში  უკვე გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ევრობასკეტ 2022 - ის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება და ტურნირი სწორედ ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

ახალი დარბაზის მშენებლობა სწორედ ევრობასკეტს უკავშირდება.  დარბაზი 10 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

CrystalSport-ის გუნდი იზიარებს მწუხარებს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები