მორიგი მტკივნეული მარცხი - ფინეთმა საქართველოს  შანსი არ დაუტოვა
Aa
Aa

მორიგი მტკივნეული მარცხი - ფინეთმა საქართველოს შანსი არ დაუტოვა

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური ქალთა ფეხბურთში. საქართველოს ნაკრები ფინეთს ესტუმრა და მორიგი მძიმე მარცხი განიცადა. ფინეთმა „ჩვენებურებს“ 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩხაიძის ნაკრები 24-ე წუთამდე სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა აღნიშნულ დროს ალანენმა ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად სუმანენმა აქცია. ტაიმის მიწურულს, ფინელებმა მესამე გოლი გაიტანეს და პირველი ნახევარი 0:3 დასრულდა. საჯარიმოს მისადგომებთან ტატუაშვილმა ბურთს ფეხი ააცილა და მოწინააღმდეგე მეკარესთან პირისპირ გავიდა. 

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. ბურთს ძირითადად ფინელები აკონტროლებდნენ და საქართველო კონტრ-შეტევებზე ცდილობდა თამაშს. 55-ე წუთზე მარიამ კალანდაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ქსკ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთ ლიდერს ბურთი აეჭრა და თეონა სუხაშვილის კარის მიმართულებით წავიდა. სამწუხაროდ, თეონამ ვერც მოცემულ ეპიზოდში უშველა საკუთარი ქვეყნის ნაკრებს და აბსურდული გოლი გაუშვა.

65-ე წუთზე სუმანენმა დუბლი შეასრულა. ყველაფერი კი 73-ე წუთზე დანიელსონმა დაასრულა. 27 წლის ნახევარმცველმა შორიდან გაისროლა და სამწუხაროდ საქართველოს კიდევ ერთი გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

სუხაშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი(ეჯიბია 46 წთ), კალანდაძე(ნარსია 66 წთ), მატვეევა(ჭიჭინაძე 77წთ), ჩემინავა, პასიკაშვილი(ქველიძე 82წთ),ხაბურზანია, ჭყონია.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები