რუსეთის ნაცვლად საქართველო - ხელბურთის ნაკრები ელიტაში ბრუნდება
Aa
Aa

რუსეთის ნაცვლად საქართველო - ხელბურთის ნაკრები ელიტაში ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სახელბურთო ელიტაში ბრუნდება. საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ღონისძიებიდანაა მოხსნილი.

მათ ადგილს კი საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები დაიკავებენ, რომლებიც სხვა, საკვალიფიკაციო ეტაპს მიღმა დარჩენილ ნაკრებებზე, რეიტინგით მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდნენ.

ჩვენი გუნდი, 2024 წლის, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ოთხ გუნდიან ქვეჯგუფში იასპარეზებს, საიდანაც ორი გუნდი ავტომატურად ხვდება ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო მესამე ადგილოსანს, სხვა დარჩენილი შვიდი ჯგუფის მესამე ადგილოსნებთან ქულების დატოლებით მიეცემა საშუალება მოხვდეს ოთხ საუკეთესო მესამე ადგილოსანს შორის და იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე.

საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 31 მარტს გაიმართება.

I კალათა: ნორვეგია, საფრანგეთი, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი, პორტუგალია, ისლანდია ავსტრია

II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, შვეიცარია, უკრაინა

III კალათა: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ლიეტუვა, ლატვია, ისრაელი, სლოვაკეთი, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი

IV კალათა: კოსოვო, ბელგია, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, იტალია, საქართველო, ლუქსემბურგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი სხვებზე წინაა და მისი რჩეულია
„ნაპოლი სხვებზე წინაა და მისი რჩეულია" - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩას მომავალზე წერენ