,,10-ნომრიანი ფორმით ვითამაშე, მაგრამ, ვისაც ეს მაისური ეკუთვნის, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება''
Aa
Aa

,,10-ნომრიანი ფორმით ვითამაშე, მაგრამ, ვისაც ეს მაისური ეკუთვნის, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება''

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო (0-1). შეხვედრის ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა, რომლისთვის აღნიშნული გოლი სადებიუტოა.

ჯაბა კანაკავას გადაწყვეტილებისა და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიამ გადაიბარა, ხოლო ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირია.

ნიკა კვეკვესკირი (ვიცე-კაპიტანი)

თამაშის შემდეგ თამაშის განხილვა არ ყოფილა, მაგრამ ვილი სანიოლი კარგ ხასიათზე იყო.

მესმის გულშემატკივრების, რომელთაც სანახაობრივი ფეხბურთი უნდათ, ვისაც ძველი თაობის თამაშები უნახავთ, მიჩვეულები არიან ლამაზ ფეხბურთს და ლამაზ კომბინაციებს. მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. ფეხბურთი სხვა მხრივ განვითარდა და ყველაზე მთავარი ამ ნაკრებში ისაა, რომ ვიცით, რა გვინდა – ეს ბოლო 4 მატჩში გამოჩნდა და შედეგსაც მივაღწიეთ.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ეს თამაში 10-ნომრიანი მაისურით ამიტომ დავიწყე, მაგრამ ვისაც ეს ნომერი ეკუთვნის შემოქმედებითად და სანახაობრივად, იმედია, შემდეგ შეკრებაზე იქნება. მე 16 ნომერი ვარ და მეტის პრეტენზია არც მაქვს.

ვილი სანიოლისგან ნდობას ვგრძნობ – ეტყობა, ამ ფორმაციის ნაკრებში გამოცდილებით და ასაკითაც რაღაცები მეკუთვნის. უბრალოდ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და ახალგარდებს მოედანზე და მის მიღმა დავეხმარო , - უთხრა კვეკვესკირმა გადაცემა ,,ტაიმაუტს".


ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს რამდენიმე დღეში, 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს სტუმრად, ტირანაში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: ,,ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესად გოლით ვასრულებთ
კაშია: ,,ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესად გოლით ვასრულებთ"