დინამო ბათუმი დავითაშვილის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაცია ოფიციალური გვერდის მეშვეობით მიაწოდა. საუბარია რუსეთში მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე, რომლის ტრანსფერის ირგვლივაც ასევე აქტიური მუშაობა მიდის.
ინფორმაციას კლუბში ადასტურებენ. საქართველოს პირველი არხის ეთერში დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განმარტა:
დაგვეხმარება თუ არა ხვიჩა ევროთასებზე? ძალიან დიდი შანსია, თითქმის, 100-პროცენტიანი და მოლაპარაკებებიც ამიტომ გაიწელა, რომ ამ ნიუსანსების დაზუსტება გვსურდა. მარკეტინგულად ძალიან კარგი ნამატია, ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და ცახდია, ამას გამოვიყენებთ. მსურს, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც მან დინამო ბათუმს გამოუცხადა. მოხარული ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა და ჩვენ მის გადმოსვლას მივაღწიეთ.
მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილთანაც მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებაც დადებითად დასრულდება.
ჩვენი ამოცანა არაა, რომ ერთწლიანი გუნდი ვიყოთ. ჩვენ თანმიმდევრულად წინსვლა გვინდა. იმაში კი ვერავინ შემედავება, რომ ეს გუნდი მიდის წინ და არა – უკან.
ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ სწორედ ამისკენ მივდივართ და მადლობა დინამო ბათუმის თითოეულ წევრს: ფეხბურთელს, მწვრთნელს, პერსონალს, გულშემატკივარს, რომ მოთმინებით არიან და კლუბი წინ მიიწევს.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სწორედ დინამო ბათუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად წარადგენს.
სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.
მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით