ითამაშებს თუ არა ფაჩულია NBA-ს ფინალური სერიის პირველ შეხვედრას?
ხვალ გამთენიისას, NBA-ს 2017 წლის ფინალური სერია ოკლენდში გაიხსნება - "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" უმასპინძლებს.
ჩვენთვის უსიამოვნოა, რომ შესაძლოა პარკეტზე ზაზა ფაჩულია ვერ ვიხილოთ, რომლის თამაშიც, ქუსლის ტრავმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სხვა მხრივ, შეხვედრას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.