ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
არგენტინა მერვედფინალშია
არგენტინა მერვედფინალშია
ავსტრალიის სენსაცია
ავსტრალიის სენსაცია
პენალტები ჯგუფურ ეტაპზე?
პენალტები ჯგუფურ ეტაპზე?
პელეს მდგომარეობა მძიმეა
პელეს მდგომარეობა მძიმეა
გაკპო პსვ-ს ტოვებს
გაკპო პსვ-ს ტოვებს
მაგარი ამბავი იტალიიდან
მაგარი ამბავი იტალიიდან
შერმადინმა გაიბრწყინა
შერმადინმა გაიბრწყინა
ანტონი უკმაყოფილოა
ანტონი უკმაყოფილოა
ირანის ნაკრები დიდი წნეხის ქვეშაა
ირანის ნაკრები დიდი წნეხის ქვეშაა
ფიფამ გადაწტვეტილება მიიღო
ფიფამ გადაწტვეტილება მიიღო
პორტუგალიამ მეორეც მოიგო
პორტუგალიამ მეორეც მოიგო
კაზემიროს გოლით!
კაზემიროს გოლით!
ომის მხარდასაჭერი მატჩი რუსეთში - Z და V მოთამაშეთა მაისურებზე
Aa Aa
15 მარტი 2022  |  11:04

ომის მხარდასაჭერი მატჩი რუსეთში - Z და V მოთამაშეთა მაისურებზე

რუსეთის ქალაქ ორენბურგში უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდასაჭერი ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორენბურგული ჰოკეის ვეტერანმა მოთამაშეებმა და „საღამოს ლიგის“ გუნდის წარმომადგენლებმა მიიღეს და მათ უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო სპეცოპერაციისადმი“, როგორც ამას რუსეთში უწოდებენ, თანადგომა გამოხატეს.

მატჩის დაწყებამდე ჰოკეისტებმა ყინულზე Z ასო გამოსახეს, რომელიც რუსული არმიისა და ომის მხარდამჭერ სიმბოლოდ აღიქმება. გარდა ამისა, მათ მაისურებზე ორი ასო Z და V იყო გამოსახული. როგორც მოგეხსენებათ, ტანკებზე, ვერტმფრენებსა და სამხედრო დანიშნულების ავტომობილებზე, რომლებიც უკრაინაში შედიან, უმეტეს წილად, სწორედ ეს ასოებია გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი სპორტსმენები ომს მხარს უჭერენ. ახლახან, ომის მხარდასაჭერი ჟესტი ბურთით ჰოკეის (ე.წ რუსული ჰოკეის) რუსული კლუბების მოთამაშეებმა გამოიყენეს. „სკა ნეფტიანიკისა“ და მოსკოვის „დინამოს“ წარმომადგენლები მატჩის წინ ყინულზე ისე განლადგნენ, რომ ასო Z გამოსახეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ასო Z რუბინის სტადიონზე - ყაზანელთა ქომაგებს ბანერთან საერთო არაფერი ჰქონიათ
ასო Z რუბინის სტადიონზე - ყაზანელთა ქომაგებს ბანერთან საერთო არაფერი ჰქონიათ