Aa
Aa

"ბარსელონა" ესპანეთის თასის გამარჯვებულია

ესპანეთის თასის 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში "ალავესს" 3:1 მოუგო. გოლები მესიმ, ნეიმარმა და პაკო ალკასერმა გაიტანეს.

"ბარსა" ესპანეთის თასს 29-ედ დაეუფლა და ამ მხრივ რეკორდსმენია. მეორე ადგილზე 24 ტიტულით "ბილბაოა", ხოლო მესამე პოზიციას 19 მოგებული თასით "რეალი" იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები