პორტუგალიის საოცარი ქამბექი, რუსეთმა უკრაინას მძიმე ბრძოლაში სძლია - ფინალური წყვილი ცნობილია
Aa
Aa

პორტუგალიის საოცარი ქამბექი, რუსეთმა უკრაინას მძიმე ბრძოლაში სძლია - ფინალური წყვილი ცნობილია

დღეს, ფუტსალის ევრო 2022-ის ნახევარფინალები გაიმართა და ფინალისტების ვინაობა გაირკვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება პირველმა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა უკრაინასთან მატჩში ანგარიში მეორე წუთზე, სოკოლოვის გოლით გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე აფანასიევმა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. სერიიმ ერთ წუთში სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე რუსები ისევ ორი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინამ ჩამორჩენა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა. მატჩის ბოლო წუთები დრამატული და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უკრაინას რამდენიმე მომენტი ჰქონდა და პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ არ გაუმართლა და 2:3 წააგო.

რუსეთის ნაკრები ფინალში პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც ესპანეთს მოუგო. ესპანელებმა ანგარიში პირველივე წუთზე, გომესის გოლით გახსნეს. მე-13 წუთზე, ჩინომ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. პორტუგალიას რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღო და პირველი ნახევარი 0:2 წააგო.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დასკვნით ნახევრის დაწყებიდან 9 წუთში, პორტუგალიამ პენალტი შეაგდო და თავი კოელიომ გამოიჩინა. 3 წუთში ზიკიმ ანგარიში გაათანაბრა, საფინალო სირენამდე წუთითა და 19 წამით ადრე კი იმავე ზიკიმ დუბლი მიითვალა და პორტუგალიას ფინალის საგზური მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორ გზაზე ვდგავართ, დრო სჭირდება“ - ჰამბურგის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა
„სწორ გზაზე ვდგავართ, დრო სჭირდება“ - ჰამბურგის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა