ალექფეროვი: ''ბრაზილიელების გარეშე, საქართველოს ''გავხევთ''
აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ელმან ალექფეროვმა ევრო 2022-ზე ისაუბრა. ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ნაკრებმა ესპანეთთან ფრედ ითამაშა და ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლია, მეოთხედფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდი გავიდა.
ალექფეროვის თქმით, თუ საქართველო და აზერბაიჯანი ადგილობრივი მოთამაშეებით იასპარეზებენ, აზერბაიჯანი გაიმარჯვებს. მან საქართველოს ნაკრებთან მიმართებით უხეში ტერმინიც გამოიყენა - ''გავხევთ''.
ალექფეროვი Azerisport-ს ესაუბრა.
''საქართველოს ნაკრების რეალური შესაძლებლობები, რეალური დონე მაშინ გამოჩნდა, როცა 2:0-ს ვამარცხებდით, მაგრამ შემდეგ გახსნილ თამაშზე უარი ვთქვით, ''ჩავიკეტეთ'' და 3 გოლი გავუშვით.
საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიელები დაიმატა, თუმცა მათ გარეშე, მხოლოდ ადგილობრივებით რომ გვეთამაშა, გარანტიას გაძლევთ, გავხევთ''.
ალექფეროვის თქმით, საქართველოს ნაკრებმა მათ ნაკრებს ტაქტიკურად აჯობა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი 2:0-ს იგებდა, თუმცა ასათიანის გუნდმა თამაში შემოატრილა და 3:2 გაიმარჯვა.
''საქართველოს ნაკრებს ჩვენი ეშინოდა. მათი მთავარი მწვრთნელი ფუტსალს ჩვენი მწვრთნელებისგან სწავლობდა და იმ პერიოდში საქართველოს ჩვენთვის არასდროს მოუგია. 1/14-ფინალში გასვლის შანსი საქართველოსთან დავკარგეთ, ჩვენმა მწვრთნელებმა შეცდომები დაუშვეს, ტაქტიკურად მეტოქემ გვაჯობა''.