25 მილიონი რაფინიასთვის
Aa
Aa

25 მილიონი რაფინიასთვის

ესპანურ და იტალიურ პრესაში ახალი ინფორმაცია გაჩნდა, რომლის მიხედვითაც ტურინის "იუვენტუსი" რაფინია ალკანტარას შეძენით დაინტერესდა და მზადაა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ახალგაზრდა ნახევარმცველს "ბარსაში" მეტი სათამაშო დრო სურს და თუკი ამის გარანტიას ვერ მიიღებს, კლუბის დატოვების წინააღმდეგი არაა.

თავის მხრივ, "იუვეს" შუახაზში ერთი კარგი შენაძენი არ აწყენდა, რადგან კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა ხშირად ტრავმიანობენ. 

რაფინია 24 წლისაა და მიმდინარე სეზონის 28 თამაშში, 7 გოლი და 5 ასისტი აქვს.

მსგავსი სიახლეები