NHL-ს ახალი რკინის კაცი ჰყავს - იენდლმა ზედიზედ 965 მატჩი ჩაატარა და რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

NHL-ს ახალი რკინის კაცი ჰყავს - იენდლმა ზედიზედ 965 მატჩი ჩაატარა და რეკორდი დაამყარა

„ფილადელფია ფლაიერსის“ ჰოკეისტი, კით იენდლი NHL-ის ახალი „რკინის კაცი“ გახდა. 35 წლის ამერიკელმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და „ნიუ იორკ აილენდერსთან“ დაპირისპირებაში რეგულარულ სეზონში ზედიზედ ჩატარებული შეხვედრების რეკორდი მოხსნა.

იენდლმა მიჯრით 965 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაში 2009 წლის 26 მარტის შემდეგ არ გამოუტოვებია. მან დაგ ჯერვისის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 1975-დან 1987 წლამდე ზედიზედ 964 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

„სიმართლე გითხრათ, ჯერ ეს ყველაფერი ბოლომდე ვერ გავითავისე და მადლობელი ვარ, რომ ამ ლიგაში თამაშის საშუალება მომეცა. ბოლო 16 წლის განმავლობაში, NHL-ისა და NHL-ის ოჯახის წევრობა ახდენილ ოცნებაზე გაცილებით მეტია“, - განაცხადა ამერიკელმა ჰოკეისტმა.

ვეტერანმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 13 ქულაა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პროტოკოლის გამო იძულებითი პაუზის აღება ბევრ ჰოკეისტს მოუწია, მაგრამ იენდლი როგორღაც ამასაც გადაურჩა. სხვათა შორის, „ფილადელფიას“ მოთამაშეს ფეხდაფეხ ფილ კასელი მიჰყვება. ეს უკანასკნელი „არიზონას“ რიგებში ასპარეზობს და ზედიზედ 941 მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მალავის მწვრთნელი:
მალავის მწვრთნელი: "მანე საკუთარ საცვლებს თვითონ არ რეცხავს"