ირაკლი ღარიბაშვილი : "ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევრობასკეტ 2022’’-სთვის თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მშენებარე საკალათბურთო დარბაზზე ისაუბრა, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველომ მომდევნო ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და „ევრობასკეტ 2022“-სთვის საქართველოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე და უახლესი ინვენტარით აღჭურვილი საკალათბურთო დარბაზი, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება. ჯგუფური ეტაპები თბილისში, კიოლნში, მილანში და პრაღაში გაიმართება და 6-დან 4 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობს, რომელსაც ბერლინი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და რუსეთისა და თურქეთის გარდა, მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ იბრძოლებს.