ბონუჩი დისკვალიფიკაციას გადაურჩა - იტალიელს მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, ლეონარდო ბონუჩი დისკვალიფიკაციას გადაურჩა. „ინტერის“ წინააღმდეგ გამართულ სუპერთასის შეხვედრაში, იტალიელი მცველი სკანდალში გაეხვია და „ნერაძურის“ მდივანს, კრისტიანო მოძილოს დაუპირისპირდა.
ალექსის სანჩესის გოლის შემდეგ, ბონუჩი მოძილოსთან მივიდა და ხელი ჰკრა. ლეონარდო „ინტერის“ წარმომადგენლის აღნიშვნამ გააღიზიანა და იტალიური პრესის მიხედვით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მან მოძილოს ასე მიმართა: „მოგკლავ“.
ინციდენტს ფედერალური გამომძიებლები შეესწრნენ და დაიწერა, რომ ბონუჩის დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლიდერს მატჩების გამოტოვება არ მოუწევს. რამდენიმე წუთის წინ, ფედერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო და ბონუჩის მხოლოდ 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. „ნერაძურიმ“ გამარჯვება 121-ე წუთზე მოიპოვა, როცა „ბებერი ქალბატონის“ კარი ალექსის სანჩესმა აიღო და „შავ-ლურჯების“ გულშემატკივრები გაახარა.