ოფიციალურად - გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად - გიორგი პაპუნაშვილი "ტორპედოს" ფეხბურთელია

ცოტახნის წინ CrystalSport-ის გუნდმა გაცნობეთ,რომ გიორგი პაპუნაშვილი „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდებოდა და დღეს კი უკვე ოფიციალურად 26 წლის ფეხბურთელი „ტორპედოელია“.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ქუთაისურ გუნდს მალე თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

პაპუანშვილის კარიერა

გიორგიმ საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო. საბედნიეროდ, 26 წლის ნახევარმცველის კარიერა ევროპაში გაგრძელდა. პაპუნაშვილმა ჯერ ბრემენის „ვერდერის“ დუბლებში ითამაშა, შემდეგ კი „სარაგოსაში“ გადაბარგდა, სადაც 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.

2021 წლიდან „აპოლონის“ ფორმა მოირგო, თუმცა კვიპროსულ გუნდს ვერ შეეწყო და სათამაშო წუთებით კმაყოფილი არ იყო. კლუბის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ეს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიყვანა და გადადგა - ტოჩინოშინის იოლი გამარჯვება
აიყვანა და გადადგა - ტოჩინოშინის იოლი გამარჯვება