შანსი მამარდაშვილს - სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

შანსი მამარდაშვილს - სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოში კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს. სამწუხაროდ Covid-19 საფეხბურთო სამყაროს ისევ უტევს და აფეთქების ეპიცენტრი ამჯერად „ვალენსია“ გახდა. „ღამურების“ 5 ფეხბურთელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.

ბორდალასის გუნდიდან კორონავირუსი დანიელ ვასს, დენის ჩეირიშევს, მაქსი გომესს, ჰელდერ კოშტას და იასპერ სილესენს აქვთ. ეს ფაქტი კი შესაძლოა გიორგი მამარდაშვილს დაეხმაროს. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი კიპერი დიდი ხანია თადარიგშია და ლა ლიგის პირველი 6 ტურის შემდეგ აღარ უთამაშია.

პირველი მეკარე სილესენია. ნიდერლანდელ კარის დარაჯს ახლა რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწევს და შესაძლოა „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში კვლავ მამარდაშვილი ვიხილოთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ესპანურმა კლუბმა თბილისის „დინამოდან“ გამოისყიდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემები ქართველი მეკარის შემადგენლობაში დაყენებას ითხოვენ. მაგალითად, გამოცემა superdeporte-მ „ვალენსიას“ ფეხბურთელები იმის გამო გააკრიტიკა, რომ გიორგის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას არავინ გამოეხმაურა. ხსენებულმა წყარომ პასუხისმგებლობა გუნდის კაპიტანს კარლოს სოლერს დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში „ვალენსია“ 3 მატჩს გამართავს. 16 იანვარს კოპა დელ რეიზე „ბალეარესს“ უმასპინძლებს, 20 იანვარს „სევილიას“, ხოლო 23 იანვარს „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები