ლა ლიგამ 37-ე ტურის მსაჯები დაასახელა
ლა ლიგამ ამ ტურნირის 37-ე ტურის მატჩების მსაჯები დაასახელა.
ტურის გამორჩეული და ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება, სადაც "რეალი" "სევილიას" მიიღებს.
აღნიშნულ დაპირისპირებას "ფიფას" კატეგორიის რეფერი, ალბერტო უნდიანო მალენკო განსჯის.
რაც შეეხება "ლას პალმასისა" და "ბარსელონას" შეხვედრას, მას ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იმსაჯებს.
ორივე მატჩი კვირას, 14 მაისს, 22:00 საათზეა ჩანიშნული.