Aa
Aa

"მესი მე არ დამიინფიცირებია" - არგენტინელი დიჯეის განმარტება

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო დაახლოებით ორ კვირას იზოლაციაში გაატარებს. „პარი სენ ჟერმენმა“ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

7 ოქროს ბურთის მფლობელმა საახალწლო სადღესასწაულო პერიოდი საკმაოდ მრავალფეროვნად გაატარა. ლეო არაერთ წვეულებაზე შენიშნეს, მათ შორის როსარიოში, სადაც მან თანამემამულე დიჯეი ფერ პალასიო მიიწვია.

ფერ პალასიო ამ ფაქტით ძალზედ გახარებული იყო და მადლობის ნიშნად „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მესისთან ერთად სურათი დადო წარწერით:

„მე ყველაზე დიდებულებთან ერთად ვიცეკვე. დიდი მადლობა მესის ოჯახს დაპატიჟებისთვის.“

ლეოს სწორედ ამ წვეულების შემდეგ დაუდგინდა კორონავირუსი. გულშემატკივრები კი ინფიცირების წყაროდ დიჯეის ასახელებენ.

View this post on Instagram

A post shared by Fer Palacio (@ferpalaci0)

მომხდარის შემდეგ, ფერ პალასიო ბულინგის მსხვერპლი გახდა. სოციალურ ქსელში არგენტინელ დიჯეის მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან და მკვლელს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პალასიოს არ მოსწონს და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„“ტვიტერზე“ ტრენდი ვარ, რადგან მესის კორონავირუსი დაუდასტურდა. მეუბნებიან, რომ ლეო მე დავაინფიცირე. მკვლელსაც კი მეძახიან. პირად შეტყობინებებში ძალიან ცუდ წერილებს ვიღებ. გუშინ ურუგვაიში უნდა გავფრენილიყავი, ტესტი ჩავიტარე და პასუხი უარყოფითია. მე არაფერ შუაში ვარ და მესისთვის კოვიდი არ გადამიდია“

რამდენ ხანს გამოტოვებს მესი?

შეგახსენებთ, რომ პროტოკოლის მიხედვით, დაინფიცირებული ფეხბურთელი ვარჯიშის განახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება. მესი პარიზულ გრანდს საფრანგეთის თასზე ვერ დაეხმარება და შესაძლოა 9 იანვარს „ლიონის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

უკანასკნელ პრესკონფერენციაზე პოჩეტინომ განაცხადა, რომ მესი მხოლოდ მაშინ გამოემგზავრება არგენტინიდან, როდესაც მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და არ იცის, ითამაშებს, თუ არა „ლიონთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები