ალირეზა იუსეფი: ''მინდა, ლაშა ტალახაძეს ვაჯობო''
Aa
Aa

ალირეზა იუსეფი: ''მინდა, ლაშა ტალახაძეს ვაჯობო''

ირანელი ძალოსანი ალირეზა იუსეფი გეგმავს, რომ ლაშა ტალახაძეს აჯობოს და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდეს. ირანული Tehrantimes 18 წლის სპორტსმენის კომენტარს აქვეყნებს.

''ტაშკენტში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჩემი უპირველესი მიზანი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რეკორდის დამყარება იყო. ახლა კი მიზნად უფროსებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენება მაქვს დასახული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩვენებინა. უახლოეს წლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველაზე მძიმე წონები ავწიო''.

+ 109 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ალირეზა იუსეფიმ 238 კგ. ასწია და თანამემამულე ალი დავუდის რეკორდი დაამხო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ალირეზა იუსეფიმ 421 კგ. ასწია და მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 210 კგ. ასწია, მეორე ცდაზე კი - 218 კგ, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მეხუთედ გაიფორმა. მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 225 კგ. ასწია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან მის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 223 კილოგრამის აწევას გულისხმობდა. აკვრაში ლაშა ტალახაძემ 247 კგ. ასწია. მეორე ცდაზე კი - 257 კგ, ხოლო მესამე ცდაზე 267 კგ. ასწია და მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ორჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაჭარავა: ''თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მინდა ბოდიში მოვუხადო'
კაჭარავა: ''თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მინდა ბოდიში მოვუხადო'