შენგელიას უქულო მატჩი - ცსკა რეალთან დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას უქულო მატჩი - ცსკა რეალთან დამარცხდა

ევროლიგის მე-17 ტურში, თორნიკე შენგელიას ცსკა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. „სამეფო კლუბს“ კორონავირუსის გამო რამდენიმე ლიდერი აკლდა, თუმცა „არმიელებმა“ საშინლად იასპარეზეს და დამსახურებულად დამარცხდნენ.

„რეალი“ პირველ მეოთხედში ფენომენალური იყო და 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა „არმიელებმა“ მეორე ათწუთეული მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ფორით გავიდნენ. თამაშში დაბრუნების მიუხედავად, ცსკა-მ მე-3 და მე-4 მეოთხედი საშინლად ჩაატარა, ჯამში მხოლოდ 25 ქულა ჩააგდო და 65-71 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ცუდი შეხვედრა ჰქონდა. შენგელიამ პარკეტზე თითქმის 12 წუთი გაატარა, ქულა არ ჰქონია და 2 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. თოკომ 2 სამქულიანი გააცუდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

„რეალთან“ მარცხის შემდეგ, ცსკა-ს 10 მოგება და 7 წაგება აქვს. „არმიელები“ მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს გამართავენ და სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც 12 მოგება და 5 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ფეხბურთელები შიშობენ რომ გულის პრობლემები შესაძლოა ვაქცინას უკავშირდებოდეს
პრემიერ ლიგის ფეხბურთელები შიშობენ რომ გულის პრობლემები შესაძლოა ვაქცინას უკავშირდებოდეს