ალეგრის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ალეგრის პრესკონფერენცია

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "მონაკოსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"იმედი მაქვს, გავხდებით პირველი გუნდი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგაზე" "მონაკოს" ამ სტადიონზე დაამარცხებს.

ისინი ძალიან გეგმაზომიერ ფეხბურთს თამაშობენ და ორი წლის წინანდელი "მონაკოსგან", რომელსაც მოვუგეთ, დიდად განსხვავდებიან. 

მაშინდელი გუნდი დაცვითი ტიპისა იყო, ახლა კი დაცვასთან ერთად, შეტევაშიც ძალიან ძლიერად თამაშობს. 

მათ ბევრი გოლი გააქვთ, განსაკუთრებით ბოლო წუთებში. 

ჩვენ ორი ბრწყინვალე თამაშის ჩატარება გვჭირდება". - თქვა ალეგრიმ. 

"მონაკო" და "იუვენტუსი", დღეს, 22:45 საათზე, "ლუი II"-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები