20 წლის შემდეგ პირველად - ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა
Aa
Aa

20 წლის შემდეგ პირველად - ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონა“ „ბაიერნს“ ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. კატალონიური გრანდი 20 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გრანდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. საქმე პედრის, ფატის, აგუეროს და სერხი რობერტოს ეხება. მატჩის მიმდინარეობისას კი ხორდი ალბა დაშავდა და მის ნაცვლად ოსკარ მინგესა გამოვიდა.

ანგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. გერმანელმა შემტევმა ლევანდოვსკის გამოზომილი პასით ისარგებლა. 43-ე წუთზე ლეროი სანემ შორიდან ყუმბარისებული დარტყმით ტერ შტეგენის კარი აიღო. მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა და ბურთით ძირითადად „რეკორდმაისტერი“ იყო. ამ მატჩში უკანასკნელი გოლი 62-ე წუთზე გავიდა. თავი ჯამალ მუსიალამ გამოიჩინა.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე კიევის "დინამოს" კარში.

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ „ბაიერნმა“ 18 ქულა დააგროვა. „ბარსელონამ“ 7, ხოლო „ბენფიკამ“ 8. მერვედფინალში ლისაბონური კლუბი იასპარეზებს. ჟორჟე ჟესუსის შეგირდებმა საკუთარ კედლებში კიევის „დინამო“ 2:0 დაამარცხეს.

 

მსგავსი სიახლეები